ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ იმ ადამიანებთან ერთად, რომელთა დასახელება ჯერ არ შეუძლია, კოალიციას შექმნის. “მთავარი არხის” ეთერში ინტერვიუს დროს მანვე განმარტა, რომ არავინ არ ერთიანდება მასთან და არავისთან არ ერთიანდება ის, არამედ “ჩვენ ვართ ერთად”.
“მე არავის ვეუნები, რომ პარტიას ვაკეთებ და მოდით ჩემთან. ჩემი განაცხადია: მოდი, გავაკეთოთ ერთად. საბედნიეროდ არიან ადამიანები, რომლებიც იგივე განწყობაზე არიან და მე მეძახია, მოდი, გავაკეთოთ ერთად. მე არ ვაპირებ არავისთან ლაპარაკს ვინც “მოდი ჩემთან”ს მეუბნება, მე არ ვაპირებ რაღაცის მოქსოვას და შემდეგ ვიღაცების მოხიბვლას, რომ მოდით გაებით ამ ქსელში.
ჩვენ გვექნება და “ჩვენ” ვინ იქნება ამას სხვების გარეშე ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ იქნება ჩვენ. მე ცოტა განსხვავებულად ვუყურებ როგორი უნდა იყოს პარტია. რაკიღა არ არსებობს ბლოკები, აკრძალულია და ამავდროულად მივდივართ კოალიციური ხელისუფლებისკენ, მე მგონია, რომ უნდა ავირჩიოთ შუალედური ტრანზიციული ფორმა…
ისინი ვისთანაც ერთად მე აღმოვჩნდები, არიან ცენტრიდან ზომიერად მარცხნივ, ცენტრიდან ზომიერად მარჯვნივ, სხვადასხვა სფეროებში სხვადასხვანაირად ვხედავთ, მაგრამ ჩვენი პოზიციები იქნება ერთიანი და მიმართული იქითკენ რომ საქართველოში “ქართული ოცნება” შეიცვალოს. ჩვენ ვიქნებით გამბედავები, გამოვასხივებთ კომპეტენციას, ჩვენ ვამბობთ იმას, რომ შეგვიძლია შეცვლა და მართვაც”.
გვარამიას განცხადებით, პოლიტიკური პროექტი, სადაც თავად აღოჩნდება “ახალ ადამიანებზე” იქნება დაფუძნებული.
“ყველა შემთხვევაში, პოლიტიკური პროექტი, რომელშიც ვიქნები, იქნება ახალ ადამიანებზე დაფუძნებული. რამდენი სუბიექტი, თუ ადამიანიც არ უნდა შევიდეს, პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური ჯგუფი და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში მე ვიქნები ის, ვინც აუცილებლად შესთავაზებს საერთო მაგისათან მსხდომ ადამიანებს, სიაში ყოველი მეორე, ან მინიმუმ ყოველი მესამე იყოს ის, ვისაც არ მიუღია მონაწილეობა პოლიტიკაში”, – თქვა მან.
მისივე თქმით, ეს არ იქნება “ყოფილების პარტია” თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიის რომელიმე ყოფილი წევრი არ იყოს.
მასალა განახლდება