ჯერ “რუსთავი 2”-დან და მერე “მთავარი არხი”- დან გვარამიას და გაბუნიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება, საპატრიარქოზე ქილიკი, დედა ეკლესიის მიწასთან გასწორება და მართლმადიდებლობის როგორც რწმენის შეურაცხყოფა! ახლა გამოდგა და კაკანებს ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე ვერ გაბედე მისვლა, არ იყო იმ თვალცრემლიან და სიყვარულით სავსე გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! – წერს ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
სადღობელაშვილი ნიკა გვარამიას ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება და წერს, რომ დანაღვლიანებული მოსახლეობის ემოციებზე თამაში არ გამოუვა.
“ჯერ რუსთავი 2-დან და მერე “მთავარი არხი”-დან გვარამიას და გაბუნიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება, საპატრიარქოზე ქილიკი, დედა ეკლესიის მიწასთან გასწორება და მართლმადიდებლობის როგორც რწმენის შეურაცხყოფა!
ახლა გამოდგა და კაკანებს ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე ვერ გაბედე მისვლა, ვერც შენ და ვერც შენი მოდგმის და გაგების უღმერთო მუტანტებმა! არ იყო იმ თვალცრემლიან და სიყვარულით სავსე გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! მიუღებელი იყავი იმ საზოგადოებისთვის! დაიწვებოდი სანამ იმ წმინდა ადგილამდე მიხვიდოდი! და არ გინდა ახლა სხვებზე გადაბრალება, არ გამოგივა დანაღვლიანებული მოსახლეობის ემოციებზე თამაში! ჩვენთვის საკმარისი იყო სიონის შესასვლელთან დგომა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს დიახ თავის ოჯახთან ერთად იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება! შენ ვერ დაიმსახურე…”- წერს სადღობელაშვილი.