გვარამიას მიტინგები უაზრობაა – უამრავმა ადამიანმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა, პარალელურად, 5-10 პარტიული აქტივისტი დადის ეთერიდან ეთერში და სტუდენტების სახელით უშინაარსო სადღეგრძელოებს იმეორებს

გვარამიას მიტინგები უაზრობაა – უამრავმა ადამიანმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა, პარალელურად, 5-10 პარტიული აქტივისტი დადის ეთერიდან ეთერში და სტუდენტების სახელით უშინაარსო სადღეგრძელოებს იმეორებს
ოფისიდან სახლში ფეხით ვბრუნდებოდი და მიტინგიც გავიარე. გზაში, ასობით, თუ არა ათასობით სტუდენტი შემხვდა, რომელიც უნივერსიტეტიდან მეტროსკენ მიდიოდა. ანუ უამრავმა ადამიანმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა, – წერს “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, გვარამიას მიტინგები რომ უაზრობაა, ამას ისიც ადასტურებს, რომ ასობით სტუდენტმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციის ახლოს მდებარე უნივერსიტეტების სტუდენტებიც კი არ დგანან აქციაზე. რაქვიაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები რეალობას არ აღიარებენ, ტყუილში აგრძელებენ ცხოვრებას და არც კი უშვებენ, რომ ვინმემ ოდნავ კრიტიკული კითხვა დასვას.
“გვარამიას მიტინგები რომ უაზრობაა, კი მაქვს ნათქვამი, მაგრამ ვისაც არ გჯერათ, ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ. ოფისიდან სახლში ფეხით ვბრუნდებოდი და მიტინგიც გავიარე. გზაში, ასობით, თუ არა ათასობით სტუდენტი შემხვდა, რომელიც უნივერსიტეტიდან მეტროსკენ მიდიოდა. ანუ უამრავმა ადამიანმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა.
პარალელურად, 5-10 პარტიული აქტივისტი დადის ეთერიდან ეთერში და სტუდენტების სახელით უშინაარსო სადღეგრძელოებს იმეორებს. ანუ აგერ, ცოცხლად ხედავ, რომ შენს გვერდზე მყოფი უნივერსიტეტების სტუდენტებიც კი არ დგანან შენს აქციაზე და ამ რეალობას არ აღიარებ, ტყუილში აგრძელებ ცხოვრებას და არც კი უშვებ, რომ ვინმემ რაიმე ოდნავ კრიტიკული კითხვა დასვას, ამიტომ მედიაც მთლიანად დაცლილი გაქვს საღი აზრისგან და შენივე აქტივისტების ცირკით გაქვს გადავსებული ეთერი. შეიძლება მე რაღაც მეშლება, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ “რუსული რეჟიმი” ასე არ მარცხდება.” – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს