გვარამიას თქმით, მელიასთან პოლიტიკური პარტნიორობა განიხილება

ნიკა გვარამიას თქმით, ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარესთან, სთან პოლიტიკური პარტნიორობის საკითხი განიხილება. ამის შესახებ მან კვირის ფორმულასთან ისაუბრა.
“მე რომ არ გამომივიდეს ცალმხრივად, რომ პარტიას ვაკეთებ და ჩემთან მოდის მელია, ლომჯარია და ა.შ. ამას მე არ ვიტყვი, იმიტომ, რომ ეს ასე არ არის. საუბარია იმაზე, რომ ის ადამიანები, ვინც ვფიქრობთ, რომ პრაგმატულია, იდეოლოგიურად თავსებადია და პოლიტიკური ტემპერამენტით მსგავსია, ეს ადამიანები ვიყოთ ერთად.
[…] ჩვენ ერთმანეთი გვაინტერესებს, არ მინდა, რომ ცალმხრივად გამოვიდეს, იმიტომ, რომ ეს ასე არ არის, ჩვენ ერთმანეთს ველაპარაკებით, გვაინტერესებს და შანსი არსებობს”, – აღნიშნა მან.
გუშინ კი მ საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ახალ პოლიტიკურ პროექტში იქნება, რომელიც “ახალ ადამიანებზე იქნება დაფუძნებული”. მისივე თქმით, პარტიის შექმნას არ აპირებს.