გვარამიას თქმით, ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას ხელს მოაწერენ

ნიკა გვარამიას თქმით, პარტია ახალი პრეზიდენტ ს ქართულ ქარტიას ხელს მოაწერს.
ფორმულას გადაცემა დროებასთან მან თქვა, რომ ინიციატივას მიესალმება.
“შესანიშნავად შევაფასებთ [ზურაბიშვილის ინიციატივას]. კარგია ინიციატივა ზოგადად რომ აქვს იმ საკითხზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ახლაც და გასულ საუკუნეებშიც, მათ შორის როცა მისი წინაპრებიც იბრძოდნენ ამ ქვეყნისთვის. შევუერთდებით და ხელსაც მოვაწერთ”, – თქვა მან.
ზურაბიშვილმა პარტიებს სამოქმედო გეგმა, ქართული ქარტია და მის გარშემო გაერთიანება შესთავაზა.