გვარამიას თქმით, გახარიას პარტიას არჩევნების შემდეგ კოალიციაში “ხედავს”

ნიკა გვარამია კითხვაზე, თუ ხედავს გიორგი გახარიას პარტიას საქართველოსთვის საპარლამენტო ს შემდეგ სამთავრობო კოალაციაში, იგი პასუხობს, რომ “ხედავს”.
“მგონი ერთადერთი ადამიანი ვარ ოპოზიციური სპექტრიდან, ყოველ შემთხვევაში არ მახსენდება სხვა, ვინც გაბედა და თქვა – გახარიასთან დაკავშირებით მე წარსულთან მიმართებით კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ. ალბათ, გახარიასაც აქვს ჩემთან დაკავშირებით წარსულზე კითხვები. მასაც ვთავაზობ და ყველა დანარჩენს, წარსულზე ვილაპარაკოთ უსაფრთხო მომავალში როცა ვიქნებით. დღეის მდგომარეობით, წარსულზე ლაპარაკით შეიძლება დავკარგოთ მომავალი და ჩავრჩეთ ამ ტალახიან აწმყოში. თუ წარსულის განსჯა და ერთმანეთის თრევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შვილებისა და სამშობლოს წარმატებული და ევროპული მომავალი, დავკავდეთ ამით, მე არ ვაპირებ.
მე გახარიასთან მაქვს ერთადერთი შეკითხვა და უკავშირდება მომავალს, ძალიან დაბალია ამის ალბათობა, მაგრამ მაინც დავუშვათ – რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები – იქნება ხელისუფლებაში თუ ოპოზიცია. ეს არის ჩემი კითხვა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის მხარეს არ ვიქნები, ესეთი ბრტყელი პასუხი, გასაგებია, რომ ესეთი უნდა იყოს პასუხი, მაგრამ ეს არ არის დამარწმუნებელი ჩემთვის”. – ამბობს ტელეკომპანია პირველის ეთერში.
მისივე თქმით, შიდა კვლევების თანახმად, “ივანიშვილის გამოსვლა, ასევე, აბსოლუტურად არასწორი საჯარო კომუნიკაციის ფორმები და ასევე, გაუგებარი განცხადებები და თავდასხმები ოპოზიციაზე, გახარიას პარტიას აქცევს 5%-იანი ბარიერის ქვეშ მყოდ პარტიად”, რაც ცუდია, რადგან “გახარია იღებს ხმებს ივანიშვილის ყულაბიდან”.