გვარამიამ ცესკოზე აგენტოკრატიის დესტრუქციული მითითება წაიკითხა და მასავით ძველი “მესიჯბოქსი” ააჭრიალა

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აფასებს კოალიცია “ცვლილებებისთვის” ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას, რომელშიც ის ამბობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვის არჩევნების შედეგებზე, მთავარია, რას იგრძნობს ხალხი.
აბაშიძის თქმით, გვარამიამ აგენტოკრატიის მითითება წაიკითხა და არჩევნების შედეგების შესახებ არა ფაქტებზე, არამედ აღქმებზე გააკეთა აქცენტი.
ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ გვარამიას “ლუზერობას” ვერც “ფორმულას” კვლევა გამოასწორებს და ვერც იმის მტკიცება, რომ ის “ნაცი” არ არის. “ნიკა გვარამიამ ცესკოზე აგენტოკრატიის დესტრუქციული მითითება წაიკითხა და მასავით ძველი “მესიჯბოქსი” ააჭრიალა – არჩევნების შედეგებზეც აღქმებზე კრიახობს და არა ფაქტებზე. თუმცა, საბჭოთა პროკურორ ვიშინსკის ეს ვერგანახლებადი ვერსია, რომ ლუზერია, ამას ვერც “კეზერვიზიის” ჩალის ფასიანი გამოკითხვა გამოასწორებს და ვერც იმის თვითმტკიცება რომ არაა ნაცქაჯი.” – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს