გვანცა ივანიშვილი აშშ-ში ცხოვრობს და არტ თერაპევტად მუშაობს

ცნობილი გახდა, რომ ს ოთხი შვილიდან ერთ-ერთი, გვანცა (ვივიან) ივანიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობს და ცხოვრობს. ის ასევე მუშაობს კლინიკური არტ თერაპიის სტაჟიორად ამერიკულ კომპანია MOSAIC-ში, როგორც მაგისტრატურის მესამე დონის სტუდენტი.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ნოდარ მელაძის შაბათმა გაავრცელა.
როგორც დამსაქმებელი კომპანიის ვებსაიტიდან ირკვევა, გვანცა ივანიშვილს -ში ვივიენის სახელით იცნობენ. ის ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 2016 წელს, როცა Duke University-ის სტუდენტი იყო, სტატიას აქვეყნებდა სახელით „გვანცა (ვივიან) ივანიშვილი“. ამავე უნივერსიტეტის ვებსაიტზე გვანცა ივანიშვილის არაერთი აკადემიური აქტივობის შესახებ იძებნება ინფორმაცია.
გვანცა (ვივიან) ივანიშვილი ამჟამად MOSAIC-ის კლიენტებს სთავაზობს როგორც ჯგუფური, ისე ინდივიდუალური თერაპიის კურსებს.
გვანცა (ვივიან) ივანიშვილის თერაპია განკუთვნილია მათთვის, ვისაც აწუხებს შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, აქვს ადამიანური დანაკარგი და გლოვობს, ასევე, ვინც გადის მნიშვნელოვან ტრანზიციას თავის ცხოვრებაში.
ირკვევა, რომ ივანიშვილის შვილი ჩიკაგოს არტ ინსტიტუტის სკოლის სტუდენტია (School of The Art Institute of Chicago). სასწავლებლის ვებსაიტზე აღნიშნულია, რომ ის შთაგონებულია ხელოვნების შესაძლებლობებით თერაპიის პროცესში. თავად გვანცა (ვივიენ) ივანიშვილი თერაპიის მიზნით ქმნის ფეხსაცმელებს. აი რას წერს ის თავის გამოცდილებაზე:
„ყოველთვის მოხიბლული ვიყავი ფეხსაცმლის, თვითგამოხატვის და ფემინურობის გარშემო არსებული კულტურული ასოციაციების ურთიერთობით. მახსოვს, ბავშვობაში როგორ შევიპარე დედაჩემის კარადაში, რათა შემემოწმებინა მისი საგულდაგულოდ შექმნილი ქუსლიანი ფეხსაცმლების კოლექცია, ფრთხილად გადავატარე თითები ლამაზ ქსოვილებზე, ზამშისა და ტყავებზე. მიუხედავად იმისა, რომ ზრდასრულობაში ყოველდღიურად ფეხსაცმლის არჩევას, როგორც წესი, შეიძლება ნაკლები აღტაცება და აღქმული მნიშვნელობა ახლდეს, ჩვენი სამოსის არჩევანი ხშირად მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს დამოკიდებულებასთან საზოგადოებრივი მოლოდინების მიმართ. როგორ ბავშვი, მე გავიზარდე მყარი მიდგომით, რომ პატივისცემისა და პროფესიული წარმატებისკენ სწრაფვა მოითხოვდა საკუთარი თავის წარმოჩენის სტერეოტიპულად ქალური, მხიარული და სასაცილო გზების უარყოფას. ამასთან, მე ვიღებდი ურთიერთგამომრიცხავ გზავნილს, რომ „ტრადიციულად ქალურისგან“ გადახვევა ასახავდა ღრმა პიროვნულ წარუმატებლობასა და ოჯახური ღირებულებების ღალატს. ჩემი გამოცდილება შორს არის უნიკალურისგან,“ — ასე აღწერს საკუთარ გამოცდილებას მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის შვილი, რომელიც ამჟამად მშობლებისგან შორს, აშშ-ში ცხოვრობს.
ის ასევე აკრიტიკებს თანამედროვე მოდის ინდუსტრიას, რომელიც ქალებს მიუწვდომელი იდეალებით ასაზრდოებს და რომელიც აძლიერებს მისი, როგორც ქალის დაუცველობის გრძნობას. გვანცა (ვივიენ) ივანიშვილი საუბრობს იმის შესახებაც, როგორ პოვა სიმშვიდე ფეხსაცმელების შექმნით, არტ თერაპიით.
მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის აპრილ-მაისში „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით სამოქალაქო სექტორისა და მედიის შემზღუდავი რუსული კანონი სამი მოსმენით მიიღო, აშშ-დან გაისმა მკაფიო გზავნილი, რომლის მიხედვითაც, კანონის საბოლოოდ მიღებით შემთხვევაში, სანქციები დაუწესდებათ კანონის მიღებასა და აქტივისტებზე ძალადობაში მონაწილე პირებსა და მათ ოჯახებს.
რუსულ კანონს პრეზიდენტმა ვეტო 18 მაისს დაადო და შესაბამისად, ახლა „ოცნების“ გადასაწყვეტია, დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს თუ უარს იტყვის მის ამოქმედებაზე.
„ქართული ოცნების“ ოთხი შვილიდან სამი საზღვარგარეთ ცხოვრობს — ოჯახთან ერთად ბრაზილიაშია, გვანცა — აშშ-ში, უფროსი შვილი უტა – საფრანგეთში. რაც შეეხება უმცროს შვილს, უტას, ის არის ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი შვილი, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში საჯაროდ გამოჩნდა — 29 აპრილს თბილისში გამართულ ანტირუსულ აქციაზე.