“გვაიძულებენ, გავემიჯნოთ 9 მაისს და მეტიც, გვრცხვენოდეს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილის” – ლაშა ნაცვლიშვილი

ყველა დიდი ერი ცდილობს ნაციზმზე ისტორიულ გამარჯვებაში საკუთარი როლის არათუ აღნიშვნას, არამედ ამ როლის გაზვიადებას და გამარჯვების მითვისებას. სწორედ ასე ასწავლიან ისინი ისტორიას მოზარდებს. ნებისმიერ ამერიკელს ან ბრიტანელს გულწრფელად სჯერა, რომ ჰიტლერი მათ დაამარცხეს, უბრალოდ, რუსებიც ეხმარებოდნენ. ტრამპმაც ხომ იგივე განაცხადა ამას წინათ. რუსებზე აღარაფერს ვამბობ – გადახედეთ სამამულო ომის თემატიკის წილს მათ კინემატოგრაფში, გადახედეთ “ბესსმერტნი პოლკს” და სხვა მსგავს პროექტებს – თანამედროვე ს მთავარი იდეოლოგემა ხომ ფაშიზმზე (ნაციზმზე) გამარჯვებაა.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ნაციონალური მოძრაობის ავადმყოფურმა იდეოლოგიამ ისტორიული გამარჯვებისგან შექმნა სტიგმა. ჩვენ, ქართველებს, ვისაც ამერიკელებზე და ბრიტანელებზე (გროტესკულ ფრანგებზე რომ აღარაფერი ვთქვათ) გაცილებით მეტი საფუძველი გვაქვს, ნაციზმზე გამარჯვებაში შეტანილი წვლილით ვიამაყოთ, გვაიძულებენ, გავემიჯნოთ მას და მეტიც, გვრცხვენოდეს ამ გამარჯვებაში შეტანილი წვლილის, – ომში დაღუპული ასობით ათასი ქართველი გმირის ხსოვნასაც ხომ აფურთხებენ ამით. 9 მაისის გარვამაისების მცდელობაც ამის ნაწილია – ისტორიის გადაწერის და ისტორიულ მეხსიერებაზე ძალადობის. წარმოიდგინეთ, აბა, ერთი წუთით, კორსიკელებს რომ აუსტერლიცში ნაპოლეონის გამარჯვების რცხვენოდეთ. რაღაც გადაცემას ვუსმენდი და ერთი ახალგაზრდა ნაციონალი საკუთარ პოლიტიკურ (საბრძოლო) ბიოგრაფიას ასე გადმოსცემდა – მე ვარ პოზნერის ღამის მონაწილე და დან რუსული საკრუიზო გემის განდევნის ოპერაციის ვეტერანიო. ამას გულწრფელი სიამაყით ამბობდა, ასე სჯერა და იმიტომ. საპორტო ქალაქი გემით მოსულ ტურისტს ებრძოდეს – ეს არამხოლოდ აბსურდი, არამედ სუიციდური იდეოლოგიის თვალსაჩინო ნიმუშია.
ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიური ბაცილა ამოსაშანთია და კარგია, რომ საპარლამენტო კომისია ამ მიმართულებით მიდის!

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ბორდერიზაციის პროცესი რუსეთმა 2011 წლიდან დაიწყო, რაც აქტიური ფაზაში 2013 წლიდან მოიყვანა – სუს-ი საზოგადოებას უმალავს, რა მასშტაბის ტერიტორიაზე განხორციელდა რუსეთის მცოცავი ოკუპაცია

ნიკა ჩიტაძე – „ქართული ოცნება“ განაცხადებს, რომ კიდევ ერთხელ მისცა შანსი პარტიებს, მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ არ მოინდომეს, შესაბამისად, ისინი არიან უფუნქციო – „ოცნება“ ბოლშევიკური მეთოდის გამოყენებას ცდილობს