“გეტყვით, რატომ არ აქტიურობენ კლუბები” – იტალიელმა ჟურნალისტმა ოსიმენზე ისაუბრა

იტალიელმა ჟურნალისტმა მარკო ბელინაცომ Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, კლუბებს, რომლებსაც ნიგერიელის შეძენა სურთ, დრო გაყავთ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ “ნაპოლი” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ფეხბურთელის ფასს შეამცირებს.
“კლუბებს, რომლებსაც ოსიმენის ყიდვა სურთ, დრო გაყავთ, რადგან დარწმუნებულები არიან, რომ “ნაპოლი” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ფეხბურთელის ფასს შეამცირებს და “პარტენოპეი” მას აუცილებლად გაასხვისებს.
სიტუაცია მარტივი არ არის, მართალია, “ჩელსი” ოსიმენის დამატებით ინტერესდება, თუმცა ამ მომენტში მათი შემადგენლობა დაუბალანსებელია”, – განაცხადა ბელინაცომ.
შეგახსენებთ, ნიგერიელი ამ მომენტში ძირითადი
გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობს.