“გეტყვით, რატომ არის განსაკუთრებული… ამ ბიჭის გამო ცეცხლში შევალ” – კონტემ ლუკაკუზე ისაუბრა

ხვალ, 1-ელ სექტემბერს, სერია A-ს მესამე ტურში “ნაპოლი” “პარმას” უმასპინძლებს. “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ მატჩისწინა ინტერვიუში გუნდის ახალწველულის რომელუ ლუკაკუს შესახებ ჰკითხეს.
“დიდი იმედი მაქვს, ხვალ ჩემს განკარგულებაში იქნება. რა აქვს მას განსაკუთრებული? ის არის ფორვარდი, რომელსაც სრულიად განსხვავებული თვისებები აქვს. როგორც წესი, ფიზიკურად ძლიერი ფორვარდები ნელა დარბიან და მათი გამოყენება მხოლოდ მეტოქის საჯარიმოში შეიძლება.
ლუკაკუ ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეს მაგონებს. მაღალი, ფიზიკურად დიდი და ძლიერი, მაგრამ ძალიან სწრაფი. მისი დახმარებით, შეტევაში უფრო მრავალმხრივები გავხდებით, რომელუ მოედანზე ცარიელ სივრცეებს იდეალურად
ითვისებს და მეტოქეს ზიანს აყენებს. სწორედ ამ თვისებების გამო მივიჩნევ მას განსაკუთრებულ ფეხბურთელად.
მის გამო ცეცხლში შევალ, რომელუ თავადაც აცნობიერებს თუ რამხელა პასუხიმსგებლობა აკისრია ჩემს წინაშე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდნენ ჯაკომ რასპადორი და ჯოვანი სიმეონე. ახლა შეტევით ხაზში დიდი არჩევანი მაქვს” – განაცხადა კონტემ.
შეგახსენებთ, “ნაპოლიმ” ლუკაკუ 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ “ჩელსიდან” დაიმატა.