“გეტყვით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი პრობლემა რა არის” – გარი ნევილმა “მანკუნიანელებზე” ისაუბრა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა “მანკუნიანელების” “ლივერპულთან” (0:3) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ამჟამად საფეხბურთო ექსპერტის თქმით, მანჩესტერული კლუბის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ამ გუნდში თამაში მსოფლიო დონის ფეხბურთელებს აღარ სურთ.
“მანჩესტერ იუნაიტედისთვის” მთავარი პრობლემა ისაა, რომ მსოფლიოს წამყვან ფეხბურთელებს ამ გუნდში მოსვლის მოტივაცია აღარ გააჩნიათ. ბოლო 10 წლის განმავლობაში კლუბი ფეხბურთელების სასაფლაოდ იქცა.
2016 წელს, როდესაც “ვალენსიადან” დავბრუნდი, “ოლდ ტრაფორდზე” “იუნაიტედისა” და “კრისტალ პალასის” მატჩის სანახავად წავედი, “წითელ ეშმაკებს” მაშინ ლუი ვან გაალი წვრთნიდა, სტადიონი კი ნახევრად ცარიელი იყო,
მაშინვე ვთქვი, რომ ეს კლუბისთვის სიგნალი უნდა ყოფილიყო”, – განაცხადა ნევილმა.