გერმანულმა Rheinmetall-მა შესაძლოა უკრაინაში ჯავშანტრანსპორტიორების წარმოება დაიწყოს

გერმანულმა სამხედრო კომპანია Rheinmetall-მა შესაძლოა 2024 წლიდან ში ჯავშანტრანსპორტიორების წარმოება დაიწყოს. ინფორმაციას ამის შესახებ Euromaidan Press ავრცელებს.
Rheinmetall-ის გენერალურმა დირექტორმა არმინ პაპერგერმა გერმანულ პრესასთან გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალე კომპანია უკრაინაში წარმოების დაწყების შესახებ ინიციატივას წარადგენს, რათა შემცირდეს ომში უკრაინის დამოკიდებულება დასავლეთის სამხედრო პოტენციალზე. პაპერგერის თქმით, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ და იმედოვნებს, რომ მალე შეთანხმებას მიაღწევენ.
პირველად ცნობები გერმანულ კომპანიასა და უკრაინას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ 2023 წლის ოქტომბერში გავრცელდა.