გერმანიის მთავრობა შეშფოთებულია იარაღის წარმოებისთვის ჩინური რესურსების მიწოდების შეფერხებით, რამაც შეიძლება რიგი კომპანიების მუშაობის შეჩერება გამოიწვიოს, – წერს გაზეთი „ბილდი“.
ჩინეთის წილი იშვიათი მიწების ლითონების გლობალურ წარმოებაში 90%-ს აღწევს.
ცნობისთვის, გერმანია ზრდის სამხედრო წარმოებას, მაგრამ ამისთვის საჭიროა ნედლეული ჩინეთიდან, მათ შორის იშვიათი მიწების ლითონები.
სულ უფრო მეტი გერმანული კომპანია უჩივის მიწოდების შეფერხებებს, რაც ქვეყნის ხელისუფლების შეშფოთებას იწვევს.
გაზეთი ციტირებს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებას, რომელშიც საუბარია „ძალიან სერიოზულ რისკებზე“ და შეშფოთებაზე ჩინეთის მიერ კრიტიკული ნედლეულის ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით.
დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიებს, რომლებმაც მიწოდების შეფერხების გამო ზარალი განიცადეს, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ევროკომისიას, რათა პრობლემური საქმეები პირდაპირ ჩინეთის მთავრობასთან განიხილონ.
