გერმანულმა „დოიჩე ველემ” სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს

გერმანულმა „დოიჩე ველემ” სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, სოციალურ ქსელში.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, თამარ კინწურაშვილ იყო მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი.
,,სწორედ ეს არის ზოგიერთი ევროპული ორგანიზაციის მხრიდან რეალობისგან მოწყვეტის და ქართველი ხალხის წუხილის ვერასდროს გაგების საუკეთესო მაგალითი. გერმანულმა “დოიჩე ველემ” სიტყვის თავისუფლების დარგში პრემია მიანიჭა სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ შემოქმედს, თამარ კინწურაშვილს. ადამიანს რომელიც იყო სააკაშვილის რეჟიმის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ცენზორი 2005-2009 წლებში (!) სააკაშვილის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2010-2013 წლებში (!) სააკაშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, მედიაში ყალბი ამბების და პროპაგანდისტული ნარატივის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი,” – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში