გერმანული Rheinmetall-ი უკრაინაში პირველი ჯავშანტექნიკის წარმოებას 2024 წელს გეგმავს

გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ი 2024 წელს ში ჯავშანტექნიკის წარმოების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კომპანიას სურს, მომავალი წლის დასაწყისიდან, უკრაინაში Fuchs-ისა და Lynx-ის ჯავშანტექნიკის აწარმოოს.
„კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ჩვენ გვსურს, რომ პირველი Fuchs-ი 6-7 თვეში, ხოლო პირველი Lynx-ი 12-13 თვეში დავასრულოთ“, – განაცხადა გერმანული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა.
უკრაინის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ დასავლურ მწარმოებლებთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს იარაღის შიდა ინდუსტრიის აღორძინებას.