გერმანული Lufthansa-ს დაინტერესებულია ლატვიური airBaltic-ის წილის შეძენით – Bloomberg

გერმანული Lufthansa განიხილავს ლატვიურ ავიაკომპანია airBaltic-ის აქციების შეძენის შესაძლებლობას ამ უკანასკნელის დაგეგმილ IPO-მდე – იტყობინება Bloomberg თავის წყაროებზე დაყრდნობით.
მოლაპარაკებები ადრეულ ეტაპზეა და გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
Lufthansa-მ, airBaltic-მა და ლატვიის ტრანსპორტის სამინისტრომ ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი განაცხადეს.
Lufthansa ჯგუფში უკვე შედის რამდენიმე ავიაკომპანია სხვა ქვეყნებიდან – Austrian Airlines, Swiss Airlines და Brussels Airlines. ივლისში ევროკომისიამ ნება დართო Lufthansa–ს შეეძინა იტალიის ეროვნული ავიაკომპანია ITA Airways-ის 41%-იანი წილი.
ვრცლად interfax – ზე

ასევე დაგაინტერესებთ