გერმანული სამოგზაურო გამოცემა Reisereporter მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

ცნობილი გერმანულ სამოგზაურო პლატფორმა Reisereporter საქართველოს ტურისტული პონტენციალის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით „ყველაზე შთამბეჭდავი ადგილები საქართველოში მოგზაურობისთვის“.
გამოცემის ჟურნალისტი ლენა კატარინა სტავსკი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მედია ტურის ფარგლებში იმყოფებოდა. „საქართველომ ყოველ ნაბიჯზე გამაოცა, თავისი ბუნებით, ისტორიითა და
ავთენტური კულტურით. ძნელად მოიძებნება სხვა ქვეყანა, სადაც ასეთ მცირე ტერიტორიაზე ამდენი მრავალფეროვნებაა თავმოყრილი“.
სტატიაში აღწერილია თბილისი, ფარავნის ტბა, ვარძია, ქუთაისი, ჟინვალის წყალსაცავი, ასურეთი, კახეთი, საქართველოს გასტრო ტურისტული მრავალფეროვნება და ქართული ღვინო.
„თბილისი კონტრასტების ქალაქია, სადაც ერთმანეთთან შეუფერხებლად თანაარსებობს თანამედროვე არქიტექტურა, უძველესი ისტორია და ცოცხალი ქუჩის კულტურა, კახეთი კი ღვინისა და ტრადიციების ნამდვილი აკვანია, რომელიც მოგზაურებს ადგილობრივ კულტურასთან მჭიდრო კავშირს აგრძნობინებს. ვარძია ეს არის გამოქვაბული ქალაქი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ადგილია და ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. კლდეში ნაკვეთი ქალაქი 600-ზე მეტ სივრცეს მოიცავს: სამლოცველოებს, სამრეკლოს, სატრაპეზოებს, ღვინის მარნებსა და ბერების კელიებს“,-წერს Reisereporter-ის ჟურნალისტი.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს