გერმანული მედიის ცნობით, ფრიდრიხ მერცი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში უკრაინას ეწვევა

გერმანული გამოცემა Welt-ი წერს, რომ გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი თავისი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, ს ეწვევა.
მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ვიზიტი დაემთხვევა 9 მაისს კიევში დაგეგმილ „მსურველთა კოალიციის“ სამიტს, სადაც ასევე ელოდებიან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს.
Reuters-ის ინფორმაციით, კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერის თანამდებობას ოფიციალურად 6 მაისს დაიკავებს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ყველაზე დიდი გამოწვევა, ავარიული შენობებიდან ხალხის გამოყვანაა, რადგან თანხმობის მიღება ვერ ხდება – რაც შეეხება შემოღობვას, წარმოუდგენელია, როგორ უნდა შემოღობო საცხოვრებელი კორპუსი, სადაც ადამიანები ცხოვრობენ