გერმანული მედიის ცნობით, უკრაინაში მინისტრ ბერბოკის კორტეჟს რუსული დრონი აედევნა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი იძულებული გახდა უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში ვიზიტის პროგრამა შეეცვალა რუსული სადაზვერვო დრონის გამო. ამის შესახებ გერმანული ტელეკომპანია ZDF და გამოცემა Bild-ი იუწყებიან.
ანალენა ბერბოკი ორდღიანი ვიზიტით ში 24 თებერვალს, ს ფართომასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლისთავზე ჩავიდა. 25 თებერვალს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქალაქ ნიკოლაევში იმყოფებოდა.
ბერბოკის თანმხლები გერმანელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ერთ-ერთი ობიექტის სანახავად მიმავალი მინისტრის კორტეჟს რუსული მზვერავი დრონი აედევნა. ბერბოკთან ერთად მყოფი უკრაინელების სმარტფონებზე განგაშის სიგნალი ჩაირთო. გარკვეული დროის შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატი კორტეჟს ჩამოშორდა. ინციდენტის გამო უკრაინულმა მხარემ გერმანიის დელეგაციის წევრებს შესთავაზა ჯავშნიან ავტომანქანებში გადამსხდარიყვნენ. რამდენიმე საათში ბერბოკის კორტეჟმა უკრაინა დატოვა მოლდოვასთან საზღვრის გავლით.
24 თებერვალს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა უკრაინის ქალაქ ოდესაში, სადაც საჰაერო განგაშის გამო, გარკვეული დრო ბომბსაფარში გაატარა.
დაწერეთ კომენტარი