გერმანული მედიის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნები მზად არიან, უკრაინაში 15 ათასამდე სამხედრო გაგზავნონ

ევროპის ქვეყნები მზად არიან, უკრაინაში 15 ათასამდე სამხედრო გაგზავნონ. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Die Welt ევროკავშირის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები გამოიყურებოდეს, უკვე მზად არის. ისინი შემუშავებული იყო ძირითადად ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ექსპერტებით, ბრიუსელთან თანამშრომლობით,” – განაცხადეს წყაროებმა.
აღინიშნება, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი, საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან ცეცხლის შეწყვეტის დაცვას დააკვირდნენ სახმელეთო ძალების მეშვეობით, რომელთა რაოდენობასაც 10-დან 15 ათასამდე აფასებენ საბრძოლო ქმედებების შეწყვეტის პირველ ექვს თვეში.
ასევე, წყაროების ცნობით, “საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი მზად არიან ცეცხლის შეწყვეტას დააკვირდნენ გაეროსა და ევროკავშირის მანდატის გარეშეც”, ორივე ქვეყნისთვის უკრაინის მოწვევა საკმარისია.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)