გერმანული კონცერნი Rheinmetall უკრაინას Leopard 1-ის 30 ტანკს მიაწვდის

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა და გერმანულმა კონცერნმა Rheinmetall-მა Leopard 1 სისტემების მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხელშეკრულება Leopard 1 A5 ტიპის 25 მთავარი საბრძოლო ტანკის, 5 საევაკუაციო ჯავშანმანქანის და მძღოლის მოსამზადებლად განკუთვნილი 2 ტანკის მიწოდებას ითვალისწინებს.
“გერმანიის მიერ დაფინანსებული და რამდენიმე მილიონი ევროს ღირებულების შეკვეთა ასევე მოიცავს ტრენინგს, ლოჯისტიკას, სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ მომსახურებას და სხვა დამხმარე მომსახურებას”, – წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ს ეს ტანკები 2024 წელს გადაეცემა.