გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემებს მიაწვდის

გერმანული კომპანია Rheinmetall უკრაინას, დრონებით თავდასხმებისგან დასაცავად, Skyranger-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს მიაწვდის, – ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.
კონცერნის თავმჯდომარემ, არმინ პაპერგერმა განაცხადა, რომ კონტრაქტს, რომლის ღირებულება ასობით მილიონი ევროა, ხელი 10 სექტემბერს ლონდონში, DSEI-ის თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე მოეწერება.
მისი თქმით, პირველი სისტემები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიმდინარე წლის ბოლომდე მიეწოდება.
Skyranger-ის სისტემა მობილური საზენიტო პლატფორმაა, რომლის დამონტაჟება Leopard-ის ტანკებზე შეიძლება.
„თითოეულ ამ სისტემას შეუძლია ოთხი-ოთხ კილომეტრიანი ფართობის დაფარვა, რაც დრონებისგან სრულ დაცვას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ ყველა დრონი განადგურდება“, – განაცხადა პაპერგერმა და აღნიშნა, რომ ამ სისტემებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ უკრაინას არსებულ სიტუაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”