გერმანიის შს მინისტრი – უნდა გავაგრძელოთ მემარჯვენე ექსტრემისტული ქსელების რუსეთთან კავშირების გამოაშკარავება

გერმანიას ულტრამემარჯვენეების რუსეთთან კავშირების გამოაშკარავება სურს. ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერმა Funke მედია ჯგუფის გაზეთებთან ინტერვიუში განაცხადა.
„უნდა გავაგრძელოთ მემარჯვენე ექსტრემისტული ქსელების რუსეთთან კავშირების გამოაშკარავება. შესაბამისად, სამართალდამცავები აგრძელებენ რუსულ გავლენაზე ძალიან ახლოდან დაკვირვებას“, – განაცხადა ფეზერმა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი გამოცემა Spiegel-ისა და საგამოძიებო პორტალ The Insider-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მოყვა, რომლის თანახმადაც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიიდან ბუნდესტაგის წევრი იუჯინ შმიდტი ახლო კონტაქტში იმყოფებოდა ს უშიშროების ფედერალური სამსახურის („ეფესბეს“) პოლკოვნიკთან.
„მოსკოვის დაგრძელებული ხელი ჩვენს პარლამენტებში არ უნდა აღწევდეს. შესაბამისად, მიმდინარე ანგარიშებმა უნდა შეაშფოთოს ყველა, ვინც ადრე სერიოზულად არ აღიქვამდა ამ საფრთხეს… [რუსეთის] გამაერთიანებელი ინტერესია ჩვენს დემოკრატიაში რწმენის განადგურება და უკრაინისადმი ჩვენი დახმარებისთვის ძირის გამოთხრა“, – განაცხადა ფეზერმა.
მან აღნიშნა, რომ რუსულ პროპაგანდასა და მემარჯვენე ფრთაზე წარდგენილ ნარატივებს შორის „ბევრი გადაკვეთაა.”

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან