გერმანიის შს მინისტრი – საქართველომ მიიღო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ითხოვდნენ თავშესაფარს – 0,3%-ია თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალური მინისტრის, ს განცხადებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0,3%-ია. როგორც მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩადიოდნენ გერმანიაში და არ ითხოვდნენ თავშესაფარს.
„ჩვენი შეთანხმებით და ასევე, საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭებით არაფერი იცვლება, არაფერი იზღუდება თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების მხრივ, ასევე გერმანიაში ჩასვლის უფლების მხრივ, მაგრამ 0,3% არის თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა. აუცილებელი იყო ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭება.
მნიშვნელოვანი იყო გარკვეული ცვლილებების განხორციელება, ეს არის გამოძახილი მიგრაციის შეთანხმებისა. გერმანიაში მესამე ქვეყნებიდან ძალიან ბევრი შემოდის, ჩვენც გარკვეული ღონისძიებები უნდა განგვეხორციელებინა სწრაფად და ეფექტურად ამის დასაძლევად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველომ მიიღო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩამოდიოდნენ და არ ითხოვდნენ თავშესაფარს. ასევე მიგრაციის შეთანხმებაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გასული 3 წლის განმავლობაში გაიზარდა მაგალითად უკრაინიდან 60%-ით მიგრაციის მაჩვენებელი“,- განაცხადა ნენსი ფეზერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი

პრემიერი – მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე – დღეს უმეტეს შემთხვევაში გვყავს არასრულ განაკვეთზე დასაქმებულები, უნივერსიტეტებში ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები