გერმანიის შს მინისტრი საქართველოს ეწვია

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრი, დელეგაციასთან ერთად საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ფეზერი ხვალ, 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს შეხვდება.
-ს ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.
უწყება განმარტავს, რომ შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც გულისხმობს თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიისა და რეინტეგრაციისთვის, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ.
მათივე ცნობით, შეთანხმება ასევე მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები.
15 დეკემბერს, გერმანიის პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო აქტი საქართველოს უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების შესახებ. ზედა პალატის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ გერმანია შეძლებს დააჩქაროს თავშესაფრის განცხადებების განხილვა და უფრო სწრაფად გაუკეთოს დეპორტაცია მათ, ვინც თავშესაფარს ვერ მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო წილოსანი – უსამართლო გადაწყვეტილება დაანგრევს თავად ევროკავშირის სამართლიანობის პრინციპს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ხალხი აღშფოთდება უსამართლობის და არა „ქართული ოცნების“ მიმართ

კახა კალაძე – ცუდია, როცა ამ სიკეთეს გართმევენ, რატომ უნდა გაუხარდეს ვინმეს ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა, თუმცა, მეორე მხარეს ქვეყნის ინტერესებია – თუ ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, უსამართლობა და ქართველი ხალხის დასჯა იქნება