გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი – ზოლინგენში მომხდარმა თავდასხმამ ყველანი შეგვძრა – უსაფრთხოების სამსახურები თავდამსხმელის დასაკავებლად და მოტივის დასადგენად ყველაფერს აკეთებენ

უსაფრთხოების სამსახურები თავდამსხმელის დასაკავებლად ყველაფერს აკეთებენ, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა.
„ზოლინგენში, ქალაქის ფესტივალზე მომხდარმა თავდასხმამ ყველანი შეგვძრა. ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები თავდამსხმელის დასაკავებლად და მოტივის დასადგენად ყველაფერს აკეთებენ“, – განაცხადა ნენსი ფეზერმა.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თავდასხმის შედეგად დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
ბოლო მონაცემებით, ქალაქ ზოლინგენში, ფესტივალზე დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა. პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შუშანა მაცაბერიძე – აღსრულების ბიუროდან შეტყობინება მიიტანეს ჩემი ოჯახის სახლში, რომელიც ჩემს სახელზე არ არის გაფორმებული და ჩაწერილიც კი არ ვარ – 3 წლის წინ გადავწყვიტე, რომ რეჟიმს არაფერს გადავუხდი