გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ბლოკი კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურის წარდგენაზე შეთანხმდა

გერმანიის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ (CDU) და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CSU) ოპოზიციური ბლოკის ლიდერები 2025 წლის ბუნდესტაგის არჩევნებზე გერმანიის კანცლერის პოსტზე ფრიდრიხ მერცის კანდიდატურაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას “დოიჩე ველე“ ავრცელებს.
“კანცლერის კანდიდატურის საკითხი გადაწყვეტილია. ეს იქნება ფრიდრიხ მერცი. მე ბედნიერი ვარ ამით და ღიად ვუჭერ მხარს”, – განაცხადა „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ხელმძღვანელმა, მარკუს სოდერმა.
მისი თქმით, სრულად უჭერს მხარს მერცს და მათ საერთო მიზანს: შეცვალონ მმართველი „შუქნიშნების კოალიცია“ და „გერმანია სწორ გზაზე დააბრუნონ“.
საბოლოო გადაწყვეტილება კანცლერის კანდიდატურაზე „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისა“ და „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ხელმძღვანელობამ 23 სექტემბერს უნდა მიიღოს, თუმცა მოსალოდნელია, რომ მერცის წარდგენა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნება დამტკიცებული.

ასევე დაგაინტერესებთ