გერმანიის ქალაქ ჰერდეკეს ახლად არჩეული მერი ცივი იარაღით დაჭრეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია

დასავლეთ გერმანიაში, რაინ-ვესტფალიის ქალაქ ჰერდეკეს ახლად არჩეული მერი ცივი იარაღით დაჭრეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი ირის შტალცერი, რომელიც გასულ კვირას, ადგილობრივი ს შედეგად ჰერდეკეს მერად აირჩიეს და მოვალეობის შესრულება ნოემბერში უნდა დაეწყო, კრიტიკულ მდგომარეობაშია.
„ჰერდეკეში მომხდარი საშინელი დანაშაულის შესახებ ინფორმაცია მივიღეთ. ეს სწრაფად უნდა იქნას გამოძიებული“, – დაწერა გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში.
ამ დროისთვის დანაშაულის მოტივი უცნობია.