გერმანიის ქალაქ მიუნხენში დანით შეიარაღებულმა ქალმა გამვლელები დაჭრა – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

გერმანიის ქალაქ მიუნხენში დანით შეიარაღებულმა ქალმა გამვლელები დაჭრა, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
Spiegel-ის ცნობით, შემთხვევა მიუნხენის ცენტრში მოხდა, როდესაც დანით შეიარაღებულმა 30 წლის ქალმა ჯერ მამაკაცი, ხოლო შემდეგ ერთი ქალი დაჭრა.
პოლიციამ თავდამსხმელის დაკავება ძალის გამოყენების გარეშე სცადა, თუმცა ქალმა დანა არ დააგდო და პოლიციელებმა ცეცხლი გახსნეს.
თავდამსხმელი მიუნხენის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ პატარაძე: განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ