გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენში ძლიერი წვიმის გამო განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა

გერმანიაში, საფრანგეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ზაარბრიუკენში ძლიერი წვიმის გამო ხელისუფლებამ განგაშის წითელი ნიშნული გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას dw ავრცელებს.
სტიქიის შედეგად დაიტბორა სახლები, ბაღები და სარდაფები.
გერმანიის ზოგიერთ რეგიონში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, ძლიერი წყალდიდობის გამო გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააუქმა შაბათს ზაარლანდის მხარეში ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…