გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისა და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა

გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის, შტეფენ ჰებეშტრაიტის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისკენ და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.

მისივე ინფორმაციით, შოლცმა „დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომი და მოუწოდა პუტინს შეწყვიტოს ის და ჯაირები გაიყვანოს“.

„ფედერალური კანცლერი დაჟინებით მოითხოვდა, რომ რუსეთი მზად უნდა იყოს სთან მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად და ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ ერთგულებას მხარი დაუჭიროს უკრაინას სამშვიდობო პროცესში,” – განაცხადა ჰებეშტრაიტმა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პუტინთან საუბარში შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ მზადყოფნას იმდენ ხანს გააგრძელოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა, რამდენიც საჭირო იქნება.

ცნობისთვის, თითქმის 2- წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად ესაუბრა ვლადიმერ პუტინს.

ასევე დაგაინტერესებთ

მზია ამაღლობელის ადვოკატის ინფორმაციით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ირაკლი დგებუაძის მხრიდან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით გამოძიების დაწყება მოსთხოვეს, თუმცა უწყებამ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო

ბექა ლილუაშვილის ინფორმაციით, პოლიტიკურ პარტიებს შორის კოორდინაცია არსებობს და მიმდინარეობს მუშაობა საარჩევნო დოკუმენტზე, მსჯელობენ მომავალი უნდა ჩატარდეს თუ არა არჩევნები ისევ ელექტრონული წესით