გერმანიის სპეცსამსახურები ეჭვობენ, რომ მანქანების სერიული დაზიანების უკან კრემლი დგას

გერმანიის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადანაშაულეს მცირე დივერსიების სერიაში, რომლის დროსაც ბერლინში, ბრანდენბურგში, ბადენ-ვიურტემბერგსა და ბავარიაში 270 მანქანა დაზიანდა. როგორც ჟურნალი Der Spiege-ი წერს, ვარაუდობენ, რომ თავდასხმები მიზნად ისახავდა ზიანი მიეყენებინა გაერთიანება “კავშირი 90/მწვანეებისათვის” 23 თებერვლისთვის დანიშნული ბუნდესტაგის არჩევნების წინ.
ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა აღიარა დივერსიის ჩადენა რუსული სპეცსამსახურის მითითებით. შემკვეთებმა დეტალური ინსტრუქციები გაუგზავნეს შემსრულებლებს Viber messenger-ის საშუალებით. ერთი მანქანის დაზიანებისთვის ჰონორარის სახით განსაზღვრული იყო 100 ევრო, ჯამში კი რამდენიმე ათასი ევრო იქნა გადახდილი. როგორც დივერსიის მტკიცებულება, ბოროტმოქმედებს დაზიანებული მანქანების ფოტოების გაგზავნა ევალებოდათ.
Politico-ს წინასაარჩევნო გამოკითხვების მიხედვით, ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების წინ, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პრეტენზიას აცხადებს ხმების დაახლოებით 20 პროცენტზე. პარტიის ბოლო წარმატებები არღვევს ტაბუს, რომელიც მემარჯვენე რადიკალებს ედოთ გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ