გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ კოალიციის შექმნას მხარი დაუჭირა

გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ კოალიციის შექმნას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ კენჭისყრა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა პარტიის 358 000 წევრიდან 56%-მა მიიღო მონაწილეობა.
ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან“ კოალიციურ შეთანხმებას მხარი კენჭისყრაში მონაწილე „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრების 84.6%-მა დაუჭირა, ხოლო 15.4%-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
ცნობისთვის, ორშაბათს ორი პარტიის მიერ შემუშავებული კოალიციური შეთანხმება „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ დაამტკიცა. „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ ლიდერს, ფრიდრიხ მერცს გერმანიის პარლამენტი ქვეყნის კანცლერად 6 მაისს აირჩევს.