გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ (SPD) ლიდერებმა „ქრისტიან-დემოკრატიული/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) კონსერვატიულ ბლოკთან კოალიციური შეთანხმება გააფორმეს, რამაც გერმანიის ახალ მთავრობაში მინისტრების დანიშვნის გზა გახსნა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
„არჩევნების შედეგებს ჩვენი ქვეყნის ყოვლისმომცველი განახლების მანდატად მივიჩნევთ. როგორც პოლიტიკური ცენტრის პარტიები, ჩვენ თავს ერთობლივად პასუხისმგებლად მივიჩნევთ ამას მივაღწიოთ“, – აღნიშნულია ხელმოწერილ დოკუმენტში.
144-გვერდიან შეთანხმებაში, სახელწოდებით „პასუხისმგებლობა გერმანიისთვის“, ხელმომწერმა მხარეებმა განსაზღვრეს, თუ რისი მიღწევა სურთ კოალიციური ფორმატის ფარგლებში.
დოკუმენტის ხელმოწერით მთავრდება მმართველი კოალიციის ჩამოყალიბების პროცესი, რომელსაც, დიდი ალბათობით, მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი უხელმძღვანელებს.
6 მაისს ბუნდესტაგი მერცს გერმანიის ახალ კანცლერად აირჩევს. იმავე დღეს მისი მთავრობის წევრები ფიცს დადებენ. „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ თანათავმჯდომარე ლარს კლინგბეილი გერმანიის ვიცე-კანცლერი გახდება.
