გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ივნისში დასაწყებად ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებს

გერმანიის მთავრობის შეფასებით, უკრაინამ ყველა ყველა საჭირო მოთხოვნა შეასრულა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად, – ამის შესახებ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, ანა ლიურმანმა განაცხადა.
„გერმანიის მთავრობის თვალსაზრისით, აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ივნისში დასაწყებად, ამიტომ მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს, სწრაფად შეთანხმდნენ მოლაპარაკებების ჩარჩოზე“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება 2023 წლის დეკემბერში, ევროკავშირის სამიტის ფარგლებში გადაწყდა. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის წარმომადგენელმა ხმა მისცა მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას – უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის გარდა, რომელმაც კენჭისყრამდე დარბაზი დატოვა, რითაც ოფიციალურად თავი შეიკავა მასში მონაწილეობისგან.