გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაური – ბუნდესვერის სამხედრო გემების წინააღმდეგ დივერსიის შემთხვევები ფიქსირდება

გერმანიაში სამხედრო გემების წინააღმდეგ დივერსიის, საზღვაო ბაზებში შეღწევისა და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებთან მიახლოების მცდელობები ფიქსირდება, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა იან კრისტიან კააკმა განაცხადა.
მისი თქმით, დივერსიის შედეგად „ერთზე მეტი სამხედრო ხომალდი“ დაზიანდა. ამასთან, კააკის მტკიცებით, ბუნდესვერი ინფორმირებულია ხმელეთიდან და ზღვიდან სამხედრო-საზღვაო ბაზებში შეჭრის შემთხვევების, ასევე სახლში დაბრუნებული ჯარისკაცების მიახლოების მცდელობების შესახებ.
“ჩვენი შეფასება: ისინი გვცდიან. ისინი ცდილობენ ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზაციას, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ალიანსის ფარგლებში და, შესაძლოა, ისინი ქმნიან ნიადაგს შემდგომი აქტიური სამხედრო მოქმედებისთვის“, – აღნიშნა კააკმა.
გერმანიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურმა ს მხრიდან მზარდ საფრთხეზეც ისაუბრა.
„რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხე უფრო აქტუალურია 2025 წლის დასაწყისში, ვიდრე ორი წლის წინ იყო. ექსპერტები და სადაზვერვო უწყებები თანხმდებიან, რომ რუსეთს ექნება შესაძლებლობა 2029 წლიდან ნატო-სთან კონფლიქტს შეეცადოს”, – აღნიშნა კააკმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ პროვოკატორს ჯიბიდან დანაც კი ამოუვარდა. პოლიციამ ეს პროვოკატორი ტერიტორიიდან უბრალოდ გაარიდა. დღეს კი დააკავეს ბიჭები, რომლებმაც ამ ნ…….ს სათანადო პასუხი გასცეს

საბა ბრაჭველი: ნაკაცარმა ლაივი ჩართო და რუსთაველზე გინებით ჩამოიარა. მაგრამ ვიდეო შენახულია და შეგიძლიათ ნახოთ, იქაურებს რა სიტყვებით აგინებს. ჯიბეში დანა ედო. შსს-ს კადრებშიც ჩანს, ერთ მომენტში ჯიბისკენ რომ მიაქვს ხელი