გერმანიის სამომავლო დაფინანსება მცირე ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე იქნება ფოკუსირებული – ფიშერი

გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ მასა და “ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს შორის შეხვედრა თავად ელჩის ინიციატივით გაიმართა.
გერმანიისგან მიღებული გადასახადების “გრანტების შესახებ” კანონისგან გათავისუფლების თხოვნაზე უარის მიღების შემდეგ, ფიშერი წერს, რომ გერმანია გადახედავს სამომავლო დაფინანსების პრიორიტეტებს.
“მთავრობის ადმინისტრაციის უფროსთან, ბატონ ჟორჟოლიანთან შეხვედრა ჩემი თხოვნით გაიმართა. ვთხოვე, რომ გერმანიის მთავრობისგან მიღებული თანხები გათავისუფლებულიყო საქართველოს გრანტების შესახებ კანონის მოთხოვნებისგან, რადგან ისინი უკვე შეთანხმებულია გერმანია-საქართველოს შორის იქამდე დადებული ხელშეკრულებით.
ლეგიტიმური სამართლებრივი კითხვაა ჩნდება. პასუხი: არა.
გერმანიის სამომავლო დაფინანსება მცირე ადმინისტრაციული ხარჯების მქონე მეგობრებზე იქნება ფოკუსირებული”, – წერს ფიშერი პლატფორმა X-ზე.
I met Mr. Zhorzholiani, Head of Govt Admin, at my request, to ask for payments from 🇩🇪 GOVERNMENT to be exempt from 🇬🇪 Grants Law as they are already agreed in previous 🇩🇪-🇬🇪treaties. A legit legal question. Answer: No. 🇩🇪 will focus future finance on friends w/ low admin cost. pic.twitter.com/EhBmVi6tLb — Peter Fischer (@Diplo_Peter) September 26, 2025
პეტერ ფიშერსა და ლევან ჟორჟოლიანს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია “ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ, 25 სექტემბერს გაავრცელა.
“შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ბოლო პერიოდის დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არ არის კმაყოფილი ორ ქვეყანას შორის დღეს არსებული ურთიერთობების დონით და იმედოვნებს, რომ ვითარება შეიცვლება […] შეხვედრისას ასევე ისაუბრეს გრანტების შესახებ საქართველოს კანონზე. გერმანიის ელჩმა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს სთხოვა, საქართველოს მთავრობამ დაუშვას გამონაკლისი გერმანული ორგანიზაციების მიერ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაცემული გრანტების შეთანხმების მიმართულებით. ლევან ჟორჟოლიანმა ელჩს გრანტების გაცემაზე თანხმობის მიღების პროცედურა განუმარტა და აღნიშნა, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად მოქმედებს, შესაბამისად საქართველოს მთავრობა დისკრიმინაციულ მიდგომებს ვერ დაუშვებს”, – წერია “ქართული ოცნების” მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანი ნადარეიშვილი: რუსთავი 2 -ს ამ დილით “ექსკლუზივი” მოუპოვებია… რადგან არ გვეშვებიან და ჩვენს გვარს ატრიალებენ ბოლო პერიოდში ინტენსიურად, ყველამ მინდა იცოდეს – ბაჩო ახალაია და ჩვენი ოჯახის არცერთი წევრი არ ვართ პოლიტიკაში…