გერმანიის საელჩო ადასტურებს, რომ ბათუმში ელჩს ვალერი ქოჩიაშვილმა აგინა

გერმანიის საელჩო ადასტურებს, რომ 18 მაისს ბათუმში ვალერი ქოჩიაშვილმა ელჩ პეტერ ფიშერს აგინა.
„საელჩო ადასტურებს ამ შემთხვევას და მადლობას უხდის იმ ქართველებს, რომლებიც შემთხვევით შეესწრნენ ინციდენტს და ამ სიტუაციაში მხარი დაუჭირეს ელჩს, როგორც მათი ქალაქის სტუმარს. მას შემდეგ, რაც ირგვლივ მდგომმა ქართველებმა ბატონ ქოჩიაშვილს მის უღირს საქციელზე მიუთითეს, მან სწრაფად დატოვა იქაურობა. პოლიცია ადგილზე არ ყოფილა“, – აცხადებენ გერმანიის საელჩოში.
პროპაგანდისტულმა არხმა POSTV- მ გაავრცელა ვალერი ქოჩიაშვილის ვიდეო, სადაც ის ამაყად ამბობს, რომ 18 მაისს, ბათუმში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს რესტორანში შეხვდა და აგინა.
ვალერი ქოჩიაშვილი ტიკტოკზე სხვა ვიდეობსაც ავრცელებს, სადაც უკვე ჩანს, რომ მას რესტორნიდან აძევებენ ხმაურის გამო.
ვალერი ქოჩიაშვილი ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა, რომელიც გამოირჩევა ტიკტოკში აქტიურობით. ის სოციალურ ქსელში აქტიურად აკრიტიკებს და ლანძღავს ოპოზიციას.