გერმანიის საგარეო უწყება – ისრაელსა და ლიბანს შორის ესკალაციის რისკი ძალიან რეალურია

გერმანიის მთავრობა სა და ლიბანის საზღვარზე არსებულ სიტუაციას აკონტროლებს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.
”ესკალაციის რისკი, სამწუხაროდ, ძალიან რეალურია”, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი კვირას ისრაელში გაემგზავრება, სადაც თავის კოლეგას, ისრაელ კაცს და ს პრეზიდენტს, ისააკ ჰერცოგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ცნობისათვის, ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ლიბანში მოქმედ ირანის მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის საზღვრისპირა შეტაკებები 7 ოქტომბრის შემდეგ თითქმის ყოველდღიურად ხდება.