გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით დღეს, 30 ივნისს კიევში ჩავიდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული. ეს ში ვადეფულის პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც 2025 წლის მაისში დაიკავა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა. იოჰან ვადეფული უკრაინის ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება.
კიევში ჩასულმა ვადეფულმა განაცხადა, რომ უკრაინელები იცავენ არა მხოლოდ თავიანთი ქვეყნის თავისუფლებას და სუვერენიტეტს, არამედ ევროპის თავისუფლებასა და უსაფრთხოებასაც პუტინის აგრესიისგან, ამიტომ გერმანია ისევ სრულად კონცენტრირებული იქნება უკრაინის მხარდაჭერაზე.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინის თავისუფლება და მომავალი გერმანიის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
ვადეფულის განცხადებით, უკრაინამ არაერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის ომი სერიოზული მოლაპარაკებებით დაასრულოს, პუტინი კი თავისი მაქსიმალური მოთხოვნებიდან არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს და სურს არა მოლაპარაკებები, არამედ კაპიტულაცია.
ამიტომ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, გააგრძელებენ სანქციებით პუტინის შესაძლებლობების შეზღუდვას და ამ საკითხზე ისევ აქტიურად მუშაობენ ევროკავშირში და პარტნიორებთან „დიდი შვიდეულიდან“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა