გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მზია ამაღლობელის გათავისუფლების თაობაზე არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მზია ამაღლობელის გათავისუფლების თაობაზე არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მზია ამაღლობელის გათავისუფლების თაობაზე არის ძალიან ღია და უხეში ჩარევა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად უზბეკეთში განაცხადა.
მისივე თქმით, მანამდეც იყო პირდაპირი და უხეში ჩარევები ქართულ არჩევნებში, როგორც გერმანელი პოლიტიკოსების, ისე ევროკავშირის ელჩის მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
„მანამდე პირდაპირ და უხეშად ერეოდნენ ჩვენს არჩევნებში, ესენი იყვნენ გერმანელი პოლიტიკოსები, ესენი იყვნენ ევროკავშირის ელჩი და ა.შ. ახლა პირდაპირ და უხეშად ერევიან მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მითუმეტეს, რომ გერმანია ყოველთვის იყო ცნობილი განსაკუთრებული პატივისცემით სამართლის უზენაესობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის მიმართ. გერმანიას ვეღარ ვცნობთ, აბსოლუტურად შეუძლებელია გერმანიის ცნობა, ეს არის ის სახელმწიფო, სადაც განსაკუთრებულად განვითარდა სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა და დღეს ეს იდეა არის თავიდან ბოლომდე ფეხქვეშ გათელილი გერმანელი ბიუროკრატების მხრიდან. ეს არის ჩემთვის, პირადად, ძალიან დასანანი მოვლენა, გამომდინარე იქიდან, რომ მე მაქვს იურიდიული განათლება მიღებული, სწორედ, გერმანიაში და როდესაც იქ ვსწავლობდი, სულ რაღაც 20 წლის წინ, სრულიად სხვა რამეს მასწავლიდნენ და დღეს სრულიად სხვაგვარად მოქმედებენ გერმანელი ბიუროკრატები,“- აღნიშნა ირაკლი მ.
კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ ახალი ახალი კანცლერის პირობებში შეიცვალოს დამოკიდებულებები და მიდგომები, პრემიერმა აღნიშნა, რომ თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება.
„ამის იმედი დავიტოვოთ. თუ ახალი კანცლერი იქნება დამოუკიდებელი „დიფ სთეითის“ გავლენებისგან, გლობალური ომის პარტიის გავლენებისგან, ამ შემთხვევაში ცვლილებები იქნება, თუმცა ჩვენ წინასწარ გაგვიჭირდება ამის თქმა, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ხედავთ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს კონკრეტული ქვეყნები გლობალური ომის პარტიის, „დიფ სთეითის“ გავლენამ და ეს ყველაზე კარგად ჩანს ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითზე, რომლებსაც საერთოდ აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და შესაბამისად, ყოველგვარი პრინციპები, რაც არის ძალიან სამწუხარო ჩვენთვის, გამომდინარე განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს ესტონელი, ლატვიელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ,“- აღნიშნა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

American Thinker-ი: უცხოური დახმარების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბენეფიციარი „თბილისი პრაიდი“ იყო, ხოლო კიდევ ერთმა ორგანიზაციამ USAID-ის თანხებით ოპოზიციონერი აქტივისტებისთვის „რევოლუციური სემინარები“ მოაწყო

იდეალური იქნებოდა ურსულა ფონ დერ “ბაიდენისთვის”, მაკრონისთვის, შოლცისთვის თუ სტარმერისთვის იმის ღია მინიშნება, რომ ტრამპმა ზუსტად იცის – სად და ვის ჯიბეში წავიდა ამერიკული 350 მილიარდი

უზბეკეთის ოლი მეჯლისის ორივე პალატაში გამართულ შეხვედრებზე ხაზი გავუსვით პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას და დავადასტურეთ მზადყოფნა ამ კავშირების გაძლიერებისთვის