გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ევროპისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ რჩება – ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებელია კიევის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იოჰან ვადეფულის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ს ომი არის და რჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ევროპისთვის და გერმანიის საგარეო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად.
„რუსეთი ასევე პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენს ცხოვრებას გერმანიაში, სადაც მშვიდობიანად და თავისუფლად ვცხოვრობთ“, – განაცხადა იოჰან ვადეფულმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში.
ამასთან, მინისტრმა Spiegel-თან ინტერვიუში მინისტრმა განაცხადა, რომ რაც უფრო თანმიმდევრული იქნება დასავლეთი მოსკოვის მიმართ, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ მოლაპარაკებებზე დათანხმდება.
„ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებელია ს სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.