გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლაა საჭირო, რათა დასავლეთის მხარდაჭერა სარწმუნო დარჩეს

უკრაინამ კორუფციის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
„უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლაა საჭირო, რათა დასავლეთის მხარდაჭერა სარწმუნო დარჩეს. ამ მიმართულებით უკრაინასა და მის დამოუკიდებელ ორგანოებს მხარს ვუჭერთ“, – განაცხადა ვადეფულმა.
მანამდე, გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, სტეფან კორნელიუსმა უკრაინას ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებების შესახებ გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ენერგეტიკის სექტორში 100 მილიონი დოლარის კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებდა. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ კორუფციულ სქემაში მონაწილე შვიდ პირს ბრალი წაუყენა, კერძოდ, ბირთვულ სააგენტო „ენერგოატომში“ შესყიდვების კონტროლის გამო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორში კორუფციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იუსტიციის მინისტრ გერმან გალუშენკოს უფლებამოსილება შეუჩერა, ხოლო უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, სვეტლანა ჰრინჩუკმა თანამდებობის დატოვების შესახებ გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია „მოსკოვის მექანიზმის“ მისიის ანგარიშზე – დასკვნა იმაზე უფრო მძიმეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო – ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის, ძალიან სერიოზული საგამოძიებო დოკუმენტი

შსს – კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა – დაკავებულია ორი პირი