გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 21 მაისს დილით ჩავიდა კიევში, სადაც, როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, თავის პირველსავე განცხადებაში გამოთქვა რწმენა, რომ „ მოიგებს ამ ომს” და ხაზი გაუსვა, რომ “გერმანია მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს.”
მანამდე ბერბოკმა, ს ამჟამინდელი საჰაერო და სარაკეტო იერიშების გათვალისწინებით, უკრაინისათვის საჰაერო თავდაცვის საერთაშორისო მხარდაჭერის გაზრდა მოითხოვა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი უკრაინაში, უსაფრთხოების მიზნით, წინასწარ არ გამოცხადებულა. ასევე მოულოდნელად ჩავიდა წინა კვირას უკრაინაში -ის სახელმწიფო მდივანი ც.
პრეზიდენტ სთან შეხვედრაზე ბლინკენმა აღნიშნა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია აპირებს გამოიყენოს აშშ-ის კონგრესისგან მინიჭებული ახალი უფლებამოსილებები, კონფისკაცია გაუკეთოს რუსეთის აქტივებს და უკრაინის აღდგენას მოახმაროს ისინი.
კოლექტიური დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლების ვიზიტების ფონია რუსეთის იერიშები და წინსვლა ხარკოვის ჩრდილოეთ მიმართულებით, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ უკრაინამ, შესაძლოა, დაკარგოს სიდიდით მეორე ქალაქი. ასეთი პროგნოზი, კერძოდ, დევნილობაში მყოფმა რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ გამოთქვა.
19 მაისს ბერლინში გამართულ კონფერენციაზე მიხაილ ხოდორკოვსკიმ, რომელიც რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელია, განაცხადა, რომ უკრაინა წელს ხარკოვს დაკარგავს.

„ასეთი მომარაგებითა და ძალთა თანაფარდობით უკრაინა წლის ბოლოს დაკარგავს ხარკოვს, მომავალი წლის შუაში – ოდესას. 2026 წლისთვის უკრაინა, ისიც საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ მცირე პარტიზანული წინააღმდეგობის გაწევას შეძლებს“, – განაცხადა ხოდორკოვსკიმ.
ხარკოვის რეგიონში შექმნილი რთული ოპერატიული ვითარების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადო ვიზიტები ესპანეთსა და პორტუგალიაში.
ფრონტზე არსებული სიტუაციის და იქ მებრძოლი ქვედანაყოფების საჭიროებების განსახილველად, მან 16 მაისს ქალაქ ხარკოვში გამართა საგანგებო თათბირი თავდაცვის ძალების სარდლობასთან.

მოგვიანებით მოსახლეობისადმი თავის მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ თავდაცვის ძალებმა შეძლეს სიტუაციის სტაბილიზება ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთში, ხოლო რამდენიმე მიმართულება ცალკეული ბატალიონებით გააძლიერეს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი არ მალავს, რომ უკმაყოფილოა მოკავშირეების მიერ სთვის დაპირებული სამხედრო დახმარების გაგზავნის ტემპით.

ასევე დაგაინტერესებთ