გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პალესტინის ავტონომიის პრემიერ მუსტაფას შეხვდა რამალაში

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობს. ის 25 ივნისს შეხვდა პალესტინის ავტონომიის პრემიერ-მინისტრ მუჰამად მუსტაფას და მასთან ერთად განიხილა ავტონომიური ხელისუფლების სამომავლო როლი.
მწვანეთა პარტიის პოლიტიკოსის თვალსაზრისით, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ომისშემდგომ წესრიგში ღაზის სექტორში.
საუბარი რამალაში, პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეზე დასავლეთ ნაპირზე ასევე შეეხო ხელისუფლების რეფორმირების ძალისხმევას.
24 ივნისს, საღამოს, ბაერბოკმა მონაწილეობა მიიღო ისრაელში, თელ-ავივში, უსაფრთხოების კონფერენციაზე და გამოსვლისას განმარტა, რომ თუ გვსურს, რომ ავტონომიურმა ხელისუფლებამ რაღაც მომენტში შეასრულოს ლეგიტიმური მთავრობის როლი ღაზაში, მას უნდა შეეძლოს ამის უზრუნველყოფა – მათ შორის პოლიციის და უსაფრთხოების ძალების საშუალებით.
ბერბოკი თვლის, რომ არსებულ ვითარებაში კონტრპროდუქტიულია ჩამოყალიბებული სტრუქტურების განადგურება. მაგრამ ეს არის სწორედ ის, რასაც აკეთებს ს ახალი დასახლებების უკანონო გაფართოება პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
ბაერბოკს ასევე სურს 25 ივნისს შეხვდეს თავის კოლეგა, ისრაელ კაცს. შემდეგ ის მიემგზავრება ლიბანში.

ასევე დაგაინტერესებთ