გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ არის მიმართული – უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები უმნიშვნელოვანესია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული აცხადებს, რომ საჭიროა რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, მათ შორს უკრაინისთვის დახმარების გაზრდით, რათა მოსკოვი აიძულონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად დათმობებზე წავიდეს.
Reuters-ის ინფორმაციით, ვადეფულმა ამის შესახებ ტოკიოში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ტაკეში ივაიასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღება ვაშინგტონისკენ არის მიმართული. უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები უმნიშვნელოვანესია, რადგან ს უნდა შეეძლოს ეფექტურად დაიცვას თავი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც კი“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, დღეს ვაშინგტონში -სა და უკრაინის პრეზიდენტების, სა და ს შეხვედრა გაიმართება. დონალდ ტრამპი ასევე შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს და ევროპელ ლიდერებს, მათ შორის გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის, ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს.