გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას გამოცემა Spiegel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.
„უკრაინის თავისუფლება და მომავალი გერმანიის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა“, – განაცხადა ვადეფულმა.
ცნობისთვის, ეს იოჰან ვადეფულის პირველი ვიზიტია უკრაინაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია