გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეგვიპტეს, ისრაელს და იორდანეს დასავლეთ ნაპირს ეწვევა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი 25 მარტს კვლავ მიემგზავრება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობის გამო მოსალაპარაკებლად.
თავიდან ის ჩადის ეგვიპტეში, სადაც დაგეგმილი აქვს შეხვედრა თავის კოლეგა სამეჰ შუკრისთან. შემდეგ ბერბოკი მიემგზავრება ისრაელში და ასევე ეწვევა პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიას, იორდანეს დასავლეთ ნაპირს.
გამგზავრებამდე ბერბოკმა განაცხადა, რომ მხოლოდ ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით დაუყოვნებლივ შეწყვეტა შეგვინარჩუნებს მშვიდობის იმედს.
ეს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მეექვსე ვიზიტია რეგიონში მას შემდეგ, რაც ოქტომბრის დასაწყისში -სა და ევროკავშირში ტერორისტულად გამოცხადებული ჰამასი ისრაელს დაესხა თავს.
ს თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი 25 მარტს ვაშინგტონში ჩადის და შეხვდება თავის კოლეგა ლოიდ ოსტინს, ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს. სავარაუდოდ, შეხვედრების თემა, პირველ რიგში, იქნება ისრაელის სამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორში.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება