გერმანიის საგარეო: ვგმობთ აგრესიულ რიტორიკას ელჩის მიმართ და მის უსაფუძვლო დაბარებას

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის უწყებაში დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან განგრძობით აგრესიულ რიტორიკას თბილისში, გერმანიის ელჩის წინააღმდეგ და დღეს მის უსაფუძვლო დაბარებას. ის ფედერალური მთავრობის პოზიციას წარმოადგენს და ვენის კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
შეხვედრის შემდეგ, ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ “შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარის შეშფოთებას იწვევს ქვეყანაში რადიკალური დღის წესრიგის წახალისების მცდელობები, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის პრინციპებთან და ხელს უწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღვივებას”.